ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის "სიმულანტობის გეგმას" ამხელს: 30 ოქტომბერს მხარდამჭერები გაიყვანდნენ საავადმყოფოდან

გამოქვეყნდა:

კაცი, რომელიც იყო დიდ ილუზიაში ჩამოვიდა თავისი ფეხით, შევიდა ციხეში ​- ღარიბაშვილი მესამე პრეზიდენტის "სიმულანტობის გეგმას" ამხელს და ამბობს, რომ ამ ინფორმაციას ის, როგორც პრემიერმინსიტრი პირადად ფლობს. 

ღარიბაშვილი ყვება, რომ გეგმის მიხედვით, თუ მიხეილ სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაიყვანდნენ, მისი მხარდამჭერები 30 ოქტომბერს მის გათავისუფლებასა და კლინიკიდან გაყვანას შეეცდებოდნენ. პრემიერი ამტკიცებს, რომ  მისივე თქმით, "ეს გაუგებარი გეგმა" მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლამდე ჰქონდა შედგენილი. 

უფრო მეტიც,  ქვეყნის მეთაური ამტკიცებს, რომ სრული დესტაბილიზაცია იყო დაგეგმილი ქვეყანაში 2 ოქტომბერსაც. 

"სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ დაიწყებდა სიმულიანტობას, რომ თითქოს, მისი მდგომარეობა მძიმდება, რომ რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში და წარმოიდგინეთ როგორი გეგმა აქვთ: მისი ილუზიებით 30 ოქტომბერს მისი მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან მისი მხარდამჭერები და გაათავისუფლებდნენ. წარმოიდგინეთ როგორ ილუზიაში არიან. მე პრემიერმინისტრი ვარ და როგორღაც მაქვს ინფორმაციები.

კაცი რომელიც იყო დიდ ილუზიაში ჩამოვიდა თავისი ფეხით, შევიდა ციხეში, როგორი ბრიყვული და აბსოლუტურად გაუთვლელი, გაუგებარი გეგმა გააკეთეს და აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა და აჯერებენ ამომრჩევლების მცირე ჯგუფს, რომ იქნებ ესეც მორიგი პროვოკაცია დადგან. როგორც უნდოდა 2 ოქტომბერს გამოსულიყო რუსთაველზე და უნდოდა 2-3 ოპოზიციონერი ლიდერის მკვლელობა და ამით მომხდარიყო სრული დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ასევე ჩაეშალა ეს გეგმაც.",- თქვა ღარიბაშვილმა. 

ამავე თემაზე:

 

 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი