როდის მოხდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია? - ვინ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და, რაც მთავარია, რომელ საავადმყოფოში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს?
ხელისუფლება ცდილობს, რომ ჰოსპიტალიზაციაც სააკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენოს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის ციხის საავადმყოფოში მოხვდეს, სადაც არა თუ მისი ჯანმრთელობა, არამედ მისი უსაფრთხოებაც კი ვერ იქნება დაცული.
დღეს პრეზიდენტის ადვოკატებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია "ქართული ოცნების" გეგმების შესახებ, რაც, უკიდურეს შემთხვევაში, სააკაშვილის ლიკვიდაციასაც კი არ გამორიცხავს - თითქოსდა პატიმრების მიერ ატეხილი ბუნტის შედეგად.
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნიკა გვარამია გასაუბრებაზეც კი დაიბარა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
ირაკლი ღარიბაშვილს კი ეშინია, რომ ჩვეულებრივი საავადმყოფოდან სააკაშვილს მომხრეები გამოიხსნიან, ამიტომაც ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი აუცილებლად ციხის კლინიკაში გადავა.
ანა ასათიანის სიუჟეტი: "სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის მოლოდინში"