თუ იუსტიციის სამინისტრო კონსილიუმს არ ენდობა, მაშინ საერთოდ რისთვის უნდოდათ?! - გიორგი გელხაური

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი გიორგი გელხაური ამბობს, რომ თუ იუსტიციის სამინისტრო თავად არ ენდობა მის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს და არ აპირებს მათს გადაწყვეტილებებს დაემორჩილოს, მაშინ საერთოდ გაუგებარია რატომ შეკრიბა ექიმთა ჯგუფი. 

გელხაურის თქმით, ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ კონსილიუმის შექმნა "თვალის ახვევა" იყო.

"კონსილიუმის დასკვნა და რეკომენდაცია დაიდო, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო ურჩად აცხადებს, რომ უნდა გადაიყვანონ მე-18 დაწესებულებაში, სადაც ვერ გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. გამოდის, რომ კონსილიუმის შექმნა, ამ ექიმების ჯგუფის შექმნა იყო თვალის ახვევა , რომ დრო გაჭიანურებულიყო და რაღაც დაეკმაყოფილებინათ. თუ იუსტიციის სამინისტრო არ ენდობა კონსილიუმი რეკომენდაციებს, არ ენდობა მის გადაწყვეტილებებს და არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას სამოქალაქო კლინიკაში, მაშინ რისთვის უნდოდათ საერთოდ ეს კონსილიუმი?",- ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური. 

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის დასკვნაა, რომ რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში

ამასთანავე, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებში წერია, რომ  მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი