
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს კონსილიუმის წევრი ექიმები ამხელენ, ისინი საჯარო პროტესტით და განცხადებებით ადასტურებენ, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებებს შორის ერთ-ერთი იყო რეკომენდაცია, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ და მინისტრის განცხადება, რომ ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა სიცრუეა.
იუსტიციის მინისტრს ასევე უპირისპირდება სახალხო დამცველიც - ნინო ლომჯარია,რომელიც იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროებს გლდანის ციხის, კლინიკის სტატუსით მანიპულიტრებაში ადანაშაულებს.
იდევ ერთი საკითხე რაზეც ყურადღებას ამახვილებს სახალხო დამცველი - მიხეილ სააკაშვილის უსაფრთოხებაა.
ომბუდსმენი ასევე დაუშვებლად მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანას, რაც მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებას კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნის.
მსგავს შემთხვევას "მთავარ არხთან" იხსენებს კორტების სპეცოპერაციაზე მსჯავრდებული მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას მეუღლეც, რომლის თქმითაც ფირცხალავას გლდანის ციხეში გადაყვანას თითქმის ინსცენირებული ბუნტის მცდელობა მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის დასკვნაა, რომ რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში.
ამასთანავე, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, რომ მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 25 დღეა შიმშილობს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
ასევე იხილეთ :