სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ნეგატიური პროცესები, რაც ხელს შეუშლის ვაქცინაციას - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის აზრით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სავალდებულო ვაქცინაციის დამტკიცებას ბევრად უფრო ნეგატირუი პროცესები მოჰყვება და ეს ვაქცინაციის პროცესს ხელს შეუშლის.

"არანაირი დაპირისპირება დაავადებათა კონტროლთან არ არის, არც ჩემი მხრიდან და არც პრემიერის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს, სწორედ აქედან გამომდინარე არ ვეთნხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ამავე თემაზე დღეს კომენატი ამირან გამყრელიძემაც გააკეთა. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ პირადად სავალდებულო ვაქცინაციას ემხრობა, თუმცა არ დაუპირისპირდება მათ, ვისაც პოლიტიკაში წამყავნი ადგილი უკავიათ.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს, აღნიშნა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი