კახეთში "ოცნების" აქციისთვის ემზადებიან | მმართველი პარტია საჯარო მოხელეების მობილიზებას ცდილობს

გამოქვეყნდა:

მმართველი გუნდის მიერ, 27 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლება სრულ სამზადისს აცხადებს კახეთში. საჯარო მოხელეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, თანხის სანაცვლოდ პირდებიან, რომ მათ კვებასა და გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

თითოეული ადამიანის მობილიზება 50-დან 60 ლარამდე ჯდება. მოლაპარაკება უკვე შემდგარია სამარშრუტო ტაქსის მძღოლებთან, თუმცა მათთვის განკუთვნილი თანხა გაცილებით მაღალია და 250 ლარს შეადგენს. 

ამ ფორმით აპირებს მმართველი პარტია, ხვალინდელ დაგეგმილ აქციაზე, კახეთის რეგიონიდან საჯარო მოხელეებთან გათანაბრებული პირების, აიპების, ასევე ბაღებისა და საჯარო სკოლების პედაგოგები, არჩევნებამდე 5 დღით ადრე დაანონსებულ აქციაზე წაყვანას. 

მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ აქციაზე წასვლის ინიციატივა მოქალაეებმა საკუთარი სურვილით მიიღეს, თუმცა ადასტურებენ იმასაც, რომ საჯარო მოხელეების მობილიზებას ქართული ოცნება ამდრომდე ახდენს.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ  ეს "ქართული ოცნების" მხრიდან ძალის დემონსტრირებაა. 

როდესაც ხელისუფლება და სახელისუფლებო პარტია,აქციით ცდილობს ძალის დემონსტრირებას, იმ ხელისუფლების საქმე არის დასრულებული.50 ლარიდან იწყება ადამიანის წასვლა აქციაზე, რომ  მას მისცენ 50 ლარი, რომ წავიდეს აქციაზე. ძალიან უჭირთ. უჭირთ, რა თმა, უნდა მხარდაჭერა და უჭირთ იმ ადამიანების დარწმუნებაც, რომელიც დღეს ადმინისტრაციულ რესურს წარმოადგენს და თითქოს ფიქრობენ, რომ ვალდებულები არიან იყვნენ ამ აქციაზე - გიორგი ბოტკოველი.

შეგახსენებთ, რომ მართველმა გუნდმა აქცია ხვალ, თავისუფლების მოედანზე დააანონსა. აღსანიშნავია, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს უპასუხოდ დატოვეს მედიის კითხვა - რატომ ახდენს მმართველი გუნდი ძალის დემონსტრირებას.

ავტორი: ია გულიაშვილი

ასევე იხილეთ : 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი