უკრაინიდან სულ 6 ადამიანი ჩამოვიდა, მათგან თბილისში მხოლოდ ორი - რადას დეპუტატები იულია კლიმენკო და ალექსანდრ კოვალჩუკი შემოუშვეს, თუმცა საზღვარზე გააჩერეს და რამდენიმე საათი კითხავდნენ.
რადას დეპუტატი, იულია კლიმენკო ამბობს, რომ ისინი შეხვდებიან საელჩოს წარმომადგენლებს, რათა გაარკვიონ მიზეზი, თუ რატომ გახდა პრობლემა მათი ვიზიტი.
დიდხანს არ გვიშვებდნენ, ჩვენ შემოვედით, იმის ხათრით, რომ დეპუტატები ვართ, ხოლო სხვა, ჩვენთან მყოფები, მარია და ჟურნალისტები არ ისინი ისევ პასპორტის კონტროლს გადიან. მიზეზი არ არსებობს, მიზეზი არ გვითხრეს, თუმცა ვფიქრობ აეროპორტის ხელმძღვანელობამ თვითონ გვითხრა უარი, არ გვინდა ქართულ- უკრაინული ურთიერთობები იყოს პოლიტიზირებული. ჩვენ ერთმანეთს მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ ჩვენ შევხვდებით საელჩოს წარმომადგენლებს, რათა გავარკვიოთ მიზეზი, რატომ გახდა პრობლემა ჩვენი ვიზიტი-ამბობს რადას დეპუტატი იულია კლიმენკო
რადას კიდევ ერთი დეპუტატი, ალექსანდრ კოვალჩუკი კი ამბობს რომ მისთვის გაუგებარი და გასაკვირი იყო აეროპორტში დაყოვნება:
აეროპორტში დიდი ხანი გვკითხავდნენ, ეს ყველაფერი ჩემთვის გასაკვირი და გაუგებარი იყო. ჩვენთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ, რომელიც არ შემოუშვეს ვერაფერი გავიგეთ, არაფერი აგვიხსნეს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მეგობარია და ის საფრთხეშია. მინდა პირადად ვინახულო ჩემი მეგობარი და გავიგო როგორ დღეში იმყოფება. ეს ადმიანი ისტორიული მოვლენაა. თუ ეს საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდება, ყველაფერი წესრიგში ჩადგება მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენელი ვარ, საქართველოში მაინც ჩამოვედი, რადგან მიხეილ სააკაშვილი მთელ პოლიტიკურ ელიტას აერთიანებს." - აცხადებს რადას დეპუტატი ალექსანდრ კოვალჩუკი
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არ შემოუშვეს არც ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღღლე, ალისია ბაცმანი. ასევე მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
ოთხივე მათგანი თბილისში, გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.