უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, რომელიც დღეს საქართველოში არ შემოუშვეს, ფაქტს მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს. მისი თქმით, რუსთავის ციხეში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრა სურდა.
"ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ამ ხნის განმავლობაში, პასპორტში ბეჭდის ჩარტყმას ველოდებოდი. ახლახანს გამომიცხადეს ოფიციალურად, რომ საქართველოში არ მიშვებენ. მიზეზი არ მითხრეს. ამას ერთმნიშვნელოვნად ვუკავშირებ იმას, რომ ახლახანს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, დააორგანიზოს ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში.
ყველაფერი, რაც მოხდა, არის საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის. მივფრინავ კიევში იმავე თვითმფრინავით, რომლითაც ჩამოვფრინდი. სახლში შევხვდებით!", - წერს გორდონი.
თბილისში გორდონი მეუღლესთან ერთად მოდიოდა, რომელიც ასევე უკან გააბრუნეს. საქართველოში არ შემოუშვეს არც მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
ოთხივე მათგანი თბილისში, გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.