ეჭვი გვაქვს, რომ შედეგები, რომელიც ეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს, არ არის ბოლომდე კორექტული - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე  საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს არასრულყოფილი ინფორმაცია ეგზავნებათ, სწორედ ამისთვის იქნება ალტერნატიული საექსპერტო კვლევა:

"არ იქნება ალტერნატიული ექიმების კონსილიუმი, როგორც დააზუსტა დღეს ქალბატონმა მარიამ ჯიშკარიანმა, მას უნდა ჰკითხოთ დეტალები, იქნება ალტერნატიული საექსპერტო კვლევა იმისა, თუ რა ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ მათ შორის ის შედეგები, რომელიც ეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს, არ არის ბოლომდე კორექტული, ამიტომ რა თქმა უნდა ამის გადამოწმება მოხდება ყველა შემთხვევაში და ეს მოხდება ალტერნატიული გზით" განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.

ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი