
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი პრემიერმინისტრის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ კანონში არსად წერია, რომ მოქალაქეს თვითმკვლელობის უფლება აქვს. მისი თქმით, ღარიბაშვილი ყოველდღიურად საკუთარი სამართლის წიგნს წერს:
"კანონში არსად არ წერია, თვითმკვლელობის უფლება რომ გვაქვს.
სიცოცხლის უფლება თვითმკვლელობის უფლებას არ მოიცავს.
სახელმწიფოს არათუ არ აქვს უფლება, არ დაიცვას ჩვენი სიცოცხლის უფლება, არამედ აქვს პირდაპირი ვალდებულება, მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ეს უფლება იყოს გარანტირებული.
ფაქტობრივად ყოველდღიურად საკუთარი სამართლის წიგნს წერს, თავი მეფე ჰგონია", - წერს ნიკა სიმონიშვილი.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელიც უკვე 29-ე დღეა შიმშილობს თქვა, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება და თუ ადამიანი გადაწყვეტს რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას.
ამავე თემაზე: