"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ბიძინა ივანიშვილის მიერ უბანზე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საჩივარი დაწერა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი დარღვევა კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება.

გარდა ამისა საიამ 11:00 საათისთვის 6 საჩივარი მოამზადა და 4 შენიშვნა დააფიქსირა:

  • მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის მიცემის დროს, იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ, მისი დაცვის წევრები. ასეთი ფაქტი კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება ივანიშვილის მხრიდან ხმის მიცემისას, დღემდე არ აღმოფხვრილა და კვლავ გრძელდება;
  • საბურთალოს 33-ე უბანზე სხვადასხვა ფუნქციის გამოსავლენი წილისყრა ჩატარდა ერთად. Ეს შემთხვევა საიამ საოლქო საარჩევნო კომისიაშიც გაასაჩივრა;
  • მარტვილის მე-13 უბანზე არასათანადოდ ჩატარდა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენი წილისყრის პროცედურები. მას შემდეგ, რაც პირველად გამოვლენილ კომისიის წევრს არ მისცეს საშუალება, ყუთს გაჰყოლოდა, თავიდან ჩაატარეს წილისყრა და მათთვის სასურველ კომისიის წევრს შესაბამის ფურცელზე მიანიშნეს;
  • ზუგდიდის მე-16 უბანზე, მას შემდეგ, რაც წილისყრით გამოვლენილმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებაზე, თავმჯდომარემ ის პარტიის მიერ დანიშნული წევრით ჩაანაცვლა. ამ შემთხვევის ორივე ეპიზოდი გასაჩივრდა საუბნო და საოლქო საარჩევნოკომისიებში;
  • ბათუმის მე-9 უბანზე ბიულეტენების პაკეტი დაულუქავ მდგომარეობაში მიიტანეს;
  • ვაკის 41-ე უბნის პერიმეტრზე 25 მეტრის რადიუსში „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალის არსებობის გამო საიამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რის საფუძველზეც შედგა რეაგირების ოქმი.

გარდა ამისა, Საიას დამკვირვებლებმა უბნებზე დააფიქსირეს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების, ფარულობის დარღვევისა და ნების კონტროლის მიმართულებით არსებული დარღვევები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი