შინაგან საქმეთა სამინისტრო მეორე ტურების მიმდინარეობაზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ადმინისტრაციული წესით 5 პირი დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციამ "მთავარი არხის" შეტყობინების საფუძველზე გამოძეიბა დაიწყო სენაკის N14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტზე.
"გარდა ამისა, ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 10-მდე შემთხვევაზე", - წერია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემა 08:00-საათიდან დაიწყო.