შეწყვიტეთ თავდასხმები და აგრესიის წახალისება ჟურნალისტების მიმართ - კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის "ოცნებას" მიმართავს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს და ოპერატორებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

"მივმართავთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეწყვიტონ სიტყვიერი თავდასხმები და აგრესიის წახალისება ჟურნალისტების მიმართ. მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევებზე", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ მათი პროფესიული მოვალეობა. Მათ შორის, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ "აქტივისტებს" "ზონდერებს" "დეზინფორმატორებსა" და "ოპოზიციის წარმომადგენლებს" უწოდებდნენ.

ასევე, მათივე ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტში, მეორე საარჩევნო უბანთან "TV მონიტორინგის" ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი