"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე მოსახლეობას უბნებზე მისვლისკენ და ხმების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, გამარჯვება ძალიან ახლოსაა.

ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე ის სქემები გაასაჯაროვა, რომელთა ამოქმედებასაც ხელისუფლება 6 საათის შემდეგ გეგმავს:

  • ჩვენ წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ 95-ე, 91-ე, 86-ე 33-ე საარჩევნო უბანზე სპეციალურად დანიშნული ადამიანები მიდიან კარუსელებისთვის. ამ ადამიანებს ხელზე გაკეთებული აქვთ სპეციალური ნიშნული და მარკირებას აღარ უკეთებენ;
  • უკანონო ქმედებაში ჩართული რამდენიმე საჯარო მოხელე და მე მათ კატეგორიულად ვაფრთხილებ, შეწყვიტონ ფულის დარიგება და ადამიანებზე ზემოქმედება - ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილზე გაბუნია, ქუთაისის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე, რომელიც "კარუსელებშიცაა" ჩართული. 
  • ყოფილი საკრებულოს წევრი - ნიკა დვალი, ავანგარდის ტერიტორიაზე ადამიანებს ატერორებს.

მისივე ინფორმაციით, კარუსელში ჩართულია 2 მანქანა სახელმწიფო ნომრებით.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი