რესურსების უთანასწორობამ და ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობამ სასწორი "ოცნების" მხარეს გადახარა - OSCE

გამოქვეყნდა:

OSCE/ODHIR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შეფასების ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ განგრძობითმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე. 

მისივე შეფასებით, არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი იყო, ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პარტიების მხარდამჭერებს შორის საარჩევნო უბნები გარეთ.

"ზოგადად კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მაგრამ იყო ჩივილები დაშინებასთან და ზეწოლასთან დაკავშირებით. მწვავე უთანასწორობამ რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის არასათანადო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი. კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობის გამო. 

კენჭისყრის და დათვლის პროცესი ზოგადად დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ საკითხებს განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს. მაგრამ იმის გამო, რომ დამკვირვებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ, აგრეთვე, პირთა ჯგუფები სავარაუდოდ გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ, იყო შეშფოთების საგანი"

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებული რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება.

"2020 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ძირითადად შესრულდა ოდირის ადრინდელი რეკომენდაციები არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით. საოლქო საარჩევნო კომისიებმა პირველი ტურის შედეგების 811 ხელახალი გადათვლა მოახდინეს, ამ გადათვლებმა პირველი ტურის შედეგების მცირედი ცვლილება გამოიწვია თუ არ ჩავთვლით მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადგილობრივ საკრებულოში ორი ადგილის დამატებას. შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 360 უბნის გადათვლის ადგილი და დრო სათანადოდ არ ეცნობათ დაინტერესებულ მხარეებს რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესზე, მაგალითად, გადათვლამ ზოგადად გააჩინა შედეგების ასახვის პროცესის ხელახალი შემოწმების შესაძლებლობა, მართალია გააჩინა შედეგების ასახვის პროცესის ხელახალი შემოწმების შესაძლებლობა სათანადო რეგულირების არარსებობის გამო გადათვლა არათანმიმდევრულად წარიმართა, რის გამოც შემცირდა ამ პროცესის ანგარიშვალდებულების ხარისხი. 

ცესკო-მ პირველად გამოაქვეყნა პირველი ტური სრულყოფილად, ჩაშლილი შედეგები, მოსახმარად იოლი ცხრილების ფორმატში რამაც გაზარდა პროცესის გამჭვირვალობა. პირველი ტურის შემდეგ საოლქო კომისიებში დაახლოებით 1 300 საჩივარი შევიდა 900-ზე მეტი მათგანით მოთხოვნილი იყო გადათვლა და ძირითადად ეს საჩივრები არ დაკმაყოფილდა. კენჭისყრასთან დაკავშირებული გასაჩივრების მექანიზმი და დათვლის პროცედურები მთლიანობაში იძლევა დროული რეაგირების შესაძლებლობას, მაგრამ კანონი არ შეიცავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს გადათვლის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გადათვლის ჩატარებისთვის, აგრეთვე მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს კენჭისყრის შედეგების გასაუქმებლად რაც ეწინააღმდეგება ოდირის მიერ უკვე მრავალგზის გაცემულ რეკომენდაციებს. ამის შედეგად, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებს ისე სასამართლოებს ფართო დისკრეცია ჰქონდათ გადათვლის შესახებ მოთხოვნების განხილვისას. 

საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა არჩევნების დღემდე ბოლო 2 კვირის განმავლობაში, აღინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, რომელიც პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყო. მეორე ტურის დროს ეს გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებით ერთმანეთის "დამთავრებასთან" დაკავშირებით, კამპანიის ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეო მასალებში. 

არჩევნებამდე 1 კვირის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ცალკეულ ინციდენტებს, მათ შორის დაპირისპირებებს პარტიის ოფისების გარეთ და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებს. კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ ფართოდ გავრცელებულ და ურთიერთშეწყობილ ჩივილებს ზეწოლასთან და დაშინებასთან დაკავშირებით, ასევე ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობას ადგილი ჰქონდა პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც. 

პრემიერმინისტრის განცხადება, რომ ოპოზიციის მიერ მოგებული ნებისმიერი მუნიციპალიტეტი აღმოჩნდებოდა იზოლაციაში ცენტრალური მთავრობის მხრიდან და არ იქნებოდა არანაირი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დაგმობილ იქნა ოპოზიციის მხრიდან როგორც მათი ამომრჩევლების დაშინების მცდელობა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე და კოალიციური პოლიტიკის შექმნაზე ხოლო "ქართულმა ოცნებამ" კამპანია ძირითადად მიმართა უფრო მეტ ეროვნულობაზე პირველ ტურთან შედარებით. მეორე ტურში მონაწილეების კამპანიის ფინანსური ანგარიშების წარდგენის ვადა იყო მხოლოდ 3 დღით ადრე მეორე ტურამდე, შესაბამისად ვერ გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არჩევნების მეორე ტურის დღემდე. აუდიტის სამსახურის გამოძიება სამ შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით ჯერ ისევ მიმდინარეობდა მეორე ტურის პერიოდში, მთლიანობაში, დაჩქარებული ვადების არარსებობამ და ფორმალისტურმა მიდგომამ აუდიტის სამსახურის მხრიდან გამოიწვია კითხვები კანონმდებლობის ადეკვატურობასთან და საკმარის ზედამხედველობასთან დაკავშირებით" - ამბობს დამკვირვებელი

"ოდირის" მისიამ მედიის მონიტორინგი დაიწყო 4 სექტემბერს. მათი შეფასებით, გაშუქება გამოიხატებოდა ურთიერთშეტევაში და ბრალდებებში პარტიებსა და კანდიდატებს შორის, ნაკლებად შუქდებოდა ზოგადად პოლიტიკის და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

"მეორე ტურის დროს მედია გარემო კვლავ პოლარიზებულ იყო, კერძო მფლობელობაში არსებული ეროვნული მაუწყებლები ან მკაფიოდ მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს, ან უარყოფითად აშუქებდნენ ოპოზიციას, ან პირიქით, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ მმართველ პარტიას. მართალია საზოგადოებრივი მაუწყებლები, პირველი არხი და აჭარა ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდნენ კამპანიას, კერძო ტელევიზიების მხრიდან აშკარა იყო მიმხრობა ამა თუ იმ პოზიციისადმი". - განაცხადა  ალბერტ იონსონმა

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი