"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ იმეორებს, რომ ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელიც 33-ე დღეა შიმშილობს "მთელი ციხე იცინის", რადგან "ლიმონათი უყვარს". მისი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას რეალურად საფრთხე არ ექმნება.
"მთელი ციხე იცინის, იმასთან დაკავშირებით, რომ ლიმონათი უყვარს ამ კაცს თურმე, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვიხარია, რომ მის ჯანმრთელობას არ ექმნება რეალურად საფრთხე. ის არის ერთ-ერთი პატიმარი შესაბამისი უწყებებისთვის და ერთადერთი ჩვენი სახელმწიფოს, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვით მოეპყრას ასეთ პატიმარს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 33-ე დღეა, შიმშილობს. როგორც მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გართულდეს. ამავე თემაზე:
ამავე თემაზე: