"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ქუთაისში მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად რუსთავის ციხეში მივიდა.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ახლა მთელი ადამიანური რესურსი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისკენ და მისი გათავისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული.
მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის წერილის სულისკვეთებას მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით იზიარებს.
"არჩევნების შემდეგ პირველად მეძლევა საშუალება, რომ ვნახო მიხეილ სააკაშვილი. ერთადერთი, რაც მაწუხებს ძალიან არის მისი ჯანმრთელობის საკითხი და მისი თავისუფლების საკითხი. იგი უნდა იყოს ჯანმრთელად, მოხდეს მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ასევე იგი უნდა განთავისუფლდეს. ეს არის ის, რაც რეალურად იწვევს მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთების საკითხს ჩემში და ჩემს მეგობრებში.ვისაუბრებთ ასევე იმ პროტესტზე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 33-ე დღეა შიმშილობს. მესამე პრეზიდენტმა დღეს ციხიდან ახალი მიმართვა გაავრცელა.
ამავე თემაზე: