"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრის, ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატის, იმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესს ეუთო/ოდირის მისია დააკვირდება.
ინფორმაციას ქუთაისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ხატია დეკანოიძე ავრცელებს.
იმედა კლდიაშვილი გუშინ ქუთაისში, მას შემდეგ დააკავეს, რაც მან დაუმორჩილებლობის აქტი გამოაცხადა და სუს-ის შესასვლელი საკუთარი ავტომობილით ჩაკეტა. ის იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობაშია მოთავსებული.
ვიცე-მერობის კანდიდატის პროტესტი სუს-ის მხრიდან ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე ზეწოლას უკავშირდება.
ამავე თემაზე: