ქუთაისის 90-ე უბნის რეგისტრატორს, იზა ჩირგაძეს, რომელმაც არჩევნების მეორე ტურიდან ორი დღის შემდეგ ხელისუფლება გაყალბებაში ამხილა, მეორე დღეა ეძებენ. ჩირგაძის მეზობლები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეა არ უნახავთ. 

როგორ ჩანს იზა ჩირგაძეს შსს-ც ეძებეს. დღეს მის საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. 

"ნაციოალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ იზა ჩირგაძის მთელი ოჯახი სახლიდან წასულია, გამორთულია მათი ნომრები, სოციალურ ქსელში კი მისი ნათესავები კონტაქტზე არ გამოდიან.

"სამართლიან არჩევნებში" ამბობენ, რომ იურიდიული დახმარესბითვის იზა ჩირგაძეს 2 ნოემბერს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა რეგისტრატორს ამ დრომდე ვერ დაუკავშირდნენ. ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი