მთავრობა იმაზე ნაკლებადაა მონდომებული, უზრუნველყოს საქართველოს ევროპული მომავალი, ვიდრე ამას ამტკიცებს - კორტნი

გამოქვეყნდა:

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი მოსამართლეების დანიშვნაზე ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის კრიტიკას ეხმაურება. ის Twitter-ზე წერს, რომ საქართველოს მთავრობა იმაზე ნაკლებადაა მონდომებული, უზრუველყოს ქვეყნის ევროპული მომავალი, ვიდრე ამას ამტკიცებს.

"უცნაურია, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ამტკიცებს, თითქოს სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ კვლავ უარს ამბობს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ კომპრომისებსა და რეკომენდაციებზე. ალბათ, მთავრობა იმაზე ნაკლებად არის მონდომებული, რომ უზრუნველყოს საქართველოს ევროპული მომავალი, ვიდრე ამას ამტკიცებს", - წერს ის. 

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს მოსამართლეთა 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი