ვერ გეტყვით რა მოტივით აფერხებენ შესვლას - ალტერნატიული კომისია ისევ პენიტენციურის პასუხს ელოდება

გამოქვეყნდა:

ექიმთა ალტერნატიულ კომისიას რუსთავის ციხეში, მესამე პრეზიდენტთან შესვლის შესაძლებლობა ისევ არ ეძლევა. ჯანმრთლობის მდგომარეობის შესასწავლად ჯგუფი პენიტენციური სამსახურის ნებართვას ამ დრომდე ელოდება.

"ვერ გეტყვით რა მოტივით აფერხებენ ამ შესვლას, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ასეთი გამოცდილება და კანონით ჩვენ გვეკუთვნის შესვლა. დიდი რისკის ქვეშ იმყოფება როგორც ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ასევე, დიდი რისკის ქვეშ იმყოფება სპეციალური პენტიენციური სამსახური თუკი იგი არ მოახდენს დროულ და სწრაფ რეაგირებას. გადაუდებელი დახმარების საშუალება შეიძლება არ აღმოაჩნდეს იმ დაწესებულებას, სადაც ახლა იმყოფება მიხეილ სააკაშვილი და არც იმ რეანომობილს, რომელიც იქ დგას", - ამბობს "ემპათიას" დამფუძნებელი, მარიამ ჯიშკარიანი. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. გუშინ ის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა, რომელიც ამბობს, რომ წინა კონსილიუმზე არსებულ ანალიზების პასუხებთან შედარებით, მდგომარეობა გაუარესებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი