აქციები მობილობის დიდი წყაროა, ბუსტერს ქმნის - თამარ გაბუნია ეპიდსიტუაციაზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ აქციები, რომლებიც მიმდინარეობს მობილობის დიდი წყაროა. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისევ გაიმეორა, რომ გამოსავალი რეგულაციების დაცვაა.​

"გარკვეული მიმდინარე პროცესები, აქციები, რომლებიც მიმდინარეობს, მობილობის დიდი წყაროა და ეს რა თქმა უნდა, ბუსტერს ქმნის. გარდა ამისა, მე მაინც დავუბრუნდები სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების აუცილებლობას. ჩვენ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პრობლემა რაც რეალურად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა, ასევე შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გადაიჭრას საზოგადოებრივი ძალისხმევით", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

გარდა ამისა, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ყველას კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებაში. მისივე თქმით, ეს ვაქცინაციის პროცესს სერიოზულად დაეხმარებოდა.

"არ შემიძლია გვერდი ავუარო ამ თემას დღე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა", - თქვა მან. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი