"მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, შევდივართ კრიტიკულ ფაზაში" - მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მეტად მძიმდება და მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

უფლებადამცველი ბექა ბასილაია სახალხო დამცველის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გლდანის ციხის საავადმყოფოში არსებული პირობები ექიმთა კონსილიუმის მეირ დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

ადვოკატის თქმით, ომბუდსმენის დასკვნა ადასტურებს, რომ პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებები გლდანის ციხის საავადმყოფოში შესაბამისი პირობების არსებობასთან დაკავშირებით სიცრუეა იყო.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დღითიდღე უარესდება. შევდივართ კრიტიკულ ფაზაში, ამაზე მედიკოსები საკმაოდ კომპეტენტურად საუბრობენ და ჩვენ როდესაც ვხვდებით, ეს არის აღქმადი არაპროფესიონალების თვალითაც. სახალხო დამცველის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღარიბაშვილის და რატი ბრეგაძის განცხადებები იყო ბლეფი. როდესაც ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანდნენ გლდანში, არათუ მზად არ იყო, აღჭურვილობაც არ გააჩნდა და სამედიცინო პერსონალიც არ ჰყავდა დაწესებულებას ისეთი პაციენტის მისაღებად, როგორიც მიხეილ სააკაშვილია", - თქვა უფლებადამცველმა.

ბექა ბასილაიამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ გლდანის ციხეში, სადაც მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პატიმრები არიან, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა დაუშვებელია.

" უსაფრთხოების თვალსაზრისით არის ძალიან სერიოზული და აღმოუფხვრელი პრობლემები. მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იყო მოთავსებული გლდანის დაწესებულებაში, სადაც არის ასეულობით კრიმინალური მუხლით გასამართლებული ადამიანი. ისინი არიან ცრუპენტელები, მათ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ აინტერესებთ და მეორე - მათ უნდათ, ბოლომდე გაიტანონ ეს თავისი ახირება, რისი საშუალებაც არ უნდა მისცეს ქართულმა საზოგადოებამ. ერთ მხარეს დარჩა პრორუსული ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე და მეორე მხარეს დარჩა ქართული საზოგადოება", - თქვა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 36-ე დღეა შიმშილობს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი