რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა. რა თემები განიხილეს მათ შეხვედრაზე და როგორ აფასებს ის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას, ჯერ უცნობია.
საელჩოს წარმომადგენელს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილთან მისი ადვოკატები შევლენ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 36-ე დღეა შიმშილობს. უფლებადამცველებისა და მისი პირადი ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება.
ამავე თემაზე: