"მიშელის დოკუმენტის დაგმობაც შეცდომა იყო" - მოსამართლეების წერილს კიდევ ერთი კოლეგა გაემიჯნა

გამოქვეყნდა:

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მამუკა წიკლაური კიდევ ერთი მოსამართლეა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ კოლეგების მიერ შემუშავებულ წერილს ემიჯნება.

მოსამართლეები წერილში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს მიმართავდნენ და ამბობდნენ, რომ დიპლომატები ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიონ. 

"ვემიჯნები ჩემი კოლეგების წერილს, რაც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელდა. მიმაჩნია, რომ ასევე შეცდომა იყო ასევე შარლ მიშელის დოკუმენტის დაგმობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში არ მიმიღია მონაწილეობა არც საბჭოს არჩევნებში და არც შარლ მიშელის დოკუმენტის "შეფასებაში", - წერს მამუკა წიკლაური. 

ცნობისთვის, მიმართვას უკვე გაემიჯნა კიდევ 10 მოსამართლე, რომლებმაც განცხადებები სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ისინი მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების და ქვეყნის მეგობრების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება დამაზიანებელია სასამართლო სისტემისა და მთლიანად ქვეყნისთვის.

იხილეთ წერილი:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი