გიული ალასანია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მძიმე დროს, უკრაინის ეკლესია აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და გამოწვევებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ის ლოცულობს მიხეილ სააკაშვილისთვის და სჯერა სამართლიანობის გამარჯვების.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 36-ე დღეა შიმშილობს. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი უაღრესად სუსტად გამოიყურება. მათივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ისევ ითხოვს მოქმედი კონსილიუმის რეკომენდაციების შესრულებას და ალტერნატიული კომისიის წევრების მასთან შეშვებას.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი