"ეს ადამიანის უფლების უხეში დარღვევაა... არ მგონია, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს ურეაქციოდ დატოვოს" | მარია ბარაბაში მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე

გამოქვეყნდა:

მიხიეილ სააკაშვილის უკრაინის ოფისის წარმომადგენელი მარია ბარაბაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის  გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას ეხმაურება. ამბობს, რომ ეს ადამიანის უფლების უხეში დარღვევაა და გადაყვანის ასეთ მიუღებელ და უხეშ ფორმას პრეზიდენტი ზელენსკი ურეაქციოდ არ დატოვებს. 

ჩვენ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ოფისს მივაწოდეთ უკვე ყველა ინფორმაცია. ხვალ ზელენსკის ადმინისტრაცია შევხვდებით მის წარმომადგენლებს, ეს ადამიანის უფლების უხეში დარღვევაა.  არ მგონია, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ასეთი მიუღებელი უხეში ფორმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ურეაქციოდ დატოვოს, რადგან ჩვენ არ ვიცით რა მდგომარეობაში იყო ის. მისი ექიმები, ადვოკატები და ოჯახის წევრები გაოგნებულები არიან, ვიცით რომ, ოთხი საათის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილს 
დედა, შვილი და ნათესავები რუსთავის ციხესთან ელოდა. მათ დაინახეს ორი ჯავშანმანქანა და ვერმტფრენი, თუმცა სად არის პრეზიდენტი, ამ დრომდე არ იციან, ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. - მარია ბარაბაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პენიტენციურმა დაწესებულებამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მანამდე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში უცნობი იყო, მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი