
მიხეილ სააკაშვილის მოტაცება მე-12 დაწესებულებიდან თავისუფლად შეიძლება დავაკვალიფიციროთ წამებად და არაადამიანურ მოპყრობად - აცხადებს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, რომელიც გლდანის ციხესთან იმყოფება და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს.
დიტო საძაგლიშვილისთვის უცნობია მისცემენ თუ არა დაწესებულებაში შესვლის უფლებას. ადვოკატი ამბობს, რომ მთლიანად პროცესი, რუსთავიდან გლდანში გადაყვანით დაწყებული, ციხეში პატიმრების აგრესიით დახვედრით დამთავრებული, არაადამიანური მოპყრობაა.
საძაგლიშვილი არ ფლობს ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება თუ არა დაზიანებები. მისივე თქმით, არ ჰქონია კომუნიკაცია სახალხო დამცველის წარმომადგენელთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა გლდანის ციხის საავადმყოფო.