"გაიტაცეს და მოათავსეს იქ, სადაც მის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ტერორი" - მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები მივიდნენ

გამოქვეყნდა:

გლდანის მე-18 დაწესებულებასთან, სადაც მესამე პრეზიდენტი მოტყუებით გადაიყვანეს, მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. 

მიხეილ სააკაშვილის სანახავად გუშინ ციხის სამკურანლო დაწესებულებაში არც პირადი ექიმი შეუშვეს და არც მისი უფლებადამცველები.

ადვოკატები მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ. როგორც ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ციხის ადმინისტრაციას არავითარი საფუძველი არ აქვს, რომ ვიზიტზე მათ დღესაც უარი უთხრას.

"ყველაზე მთავარი არის ის,რომ მიხეილ სააკაშვილი არის გატაცებული. პატიმრობაში მყოფი ადამიანი მოიტაცეს ერთი ადგილიდან და გადმოიყვანეს მეორე ადგილზე. კრიმინალი ჩაიდინა ხელისუფლება. ჩვენ დღეს უნდა შეგვიშვან, არანაირი საფუძველი ჩვენი არ შეშვების არ აქვთ. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მძევლობიდან გადაიქცა შურისძიების ობიექტად ქართული ოცნების პრორუსული ხელისუფლების მხრიდან. მათ არ აკმარეს მიხეილ სააკაშვილს ის კანონდარღვევები, რაც მთელი ამ თვენახევრის მანძილზე ხდებოდა, გაიტაცეს და მოათავსეს იქ, სადაც მის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ტერორი, სადაც მის მიმართ ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს.

მინდა მივმართო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ საბადრაგო სამსახურის თანამშრომელს, "ქართული ოცნების" ამომრჩეველს, ვის მოსწონს მესამე პრეზიდენტის მიმართ ის, რაც გუშინ განხორციელდა, რომელ ჭკუათმყოფელ ადამიანს, რომელ პატიოსან ადამიანს შეიძლება ეს მოსწონდეს", - თქვა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ადგილსამყოფელი ოჯახმა და ადვოკატებმა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში არ იცოდნენ. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაშია.

მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ, დაწესებულების ტერიტორიაზე სპეცრაზმი და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. ამასთან, მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ ეს დაწესებულება სამკურნალოდ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, შენობაში ტომოგრაფიის აპარატი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიყვანის შემდეგ შეიტანეს.

ამავე თემაზე:

გადმომიყვანეს მოტყუებით... გადმომათრიეს მანქანიდან, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით" | მიხეილ სააკაშვილი

"ვაცხადებ უარს ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე... შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს" | მიხეილ სააკაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი