მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დაუშვებენ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის კამერასა და ჟურნალისტს. სხვა მედიის წარმომადგენლებს არ ექნებათ პროცესზე შესვლის უფლება.
სასამართლოს განმარტებით პროცესზე შევლენ მხარეები, დამკვირვებლები, საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ საკუთარ პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს და მიზეზად მისი მხარდამჭერების "გეგმები" დაასახელეს. პენიტენციურმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 საათზეა ჩანიშნული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში კი მისი მხარდამჭერები და ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი.
განსაკუთრებული მობილიზება აქვს გამოცხადებული პოლიციას.