"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანის შემთხვევაში, "შესაძლოა, ხელის შეშლის მიზნით საავტომობილო გზების ბლოკირება მოხდეს".
ხერხეულიძე ხელისუფლებას მიმართავს და პარტიის სახელით პირობას დებს, რომ თუ მესამე პრეზიდენტს სასამართლოში საკუთარ პროცესზე დასწრების შესაძლებლობას მისცემენ, არც ქუჩების ბლოკირება მოხდება და არც პიკეტირება.
"ამ ადამიანმა თავად ჩამოაკითხა ამ რეჟიმს და უთხრა, აბა მითხარით რა კითხვები გაქვთო, თუ ეს ქვეყნა არ არის, თუ ეს სახელმწიფო არ არის, და ვერ უზრუნველყოფენ, რომ "პატიმარი" მოიყვანონ, მძევალი მოიყვანონ აი აქ, საქალაქო სასამართლოში, მაშინ საერთოდ რა უნდათ ხელისუფლების სათავეში.
გავუმარტივებ საქმეს, ხომ ასე დააყენეს საკითხი, რომ ჩვენ ხელს ვუშლით, თქვან დღე, როდის ექნება მიხეილ სააკაშვილს სასამართლო, პარტია გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას, რომ არცერთი ქუჩა ბლოკირებული არ იქნება და პიკეტირებული, გამოვატარებთ მშვიდობიანად, ოღონდ აქ დგომის უფლებას ნუ წამართმევენ, იმიტომ, რომ მე მშვიდობიანი პროტესტის უფლება მაქვს", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ არ იცის სხვაგავარად როგორ უნდა შეუწყოს ხელი იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს მისცენ შესაძლებლობა, საზოგადოებას მიმართოს.
ცნობისთვის, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტი საკუთარ პროცესზე არ გადაიყვანა.
ამავე თემაზე: