"უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება" - მხარეების შუამდგომლობები პროცესზე

გამოქვეყნდა:

პროკურატურა შუამდგომლობას აყენებს, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში, თუმცა კანონმდებლობას იშველიებს და ამბობს, რომ თუ ვერ ხერხდება ბრალდებულის მიყვანა სასამართლო დარბაზამდე, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შესაძლებელია სასამართლო პროცესის "დაკავების/მოთავსების ადგილას" ჩატარება, ან ბრალდებულის დისტანციურად ჩართვა. 

ადვოკატ ბექა ბასილაიას შეფასებით ფარსია ის, რასაც პროკურატურა შუამდგომლობს, რადგან არ არსებობს პოლიტიკური ნება მიხეილ სააკაშვილი დაესწროს მისივე სასამართლოს. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, პროცესზე დასწრებას შეძლებს და მას ამის სურვილიც აქვს.

"ხომ ხართ ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო? ხომ ამბობთ, რომ პოლიტიკურად არ ვატარებთ ამ პროცესსო? უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება" - მიმართავს ბასილაია სასამართლოს.

მან პროცესზე პენიტეცურის დღევანდელი განცხადება და "არგუმენტები" მოიყვანა:

"აქ რა წერია? გლდანში რომ უნდა გადაგვეყვანაო, ამასთან დაკავშირებით იგეგმება სავარაუდოდ არეულობებიო და გლდანში გადაიყვანეს ყოველგვარი არეულობების გარეშე. თუ ეგ უზრუნველყვეს, რომ გლდანში მისი ნებართვის გარეშე გაეტაცათ მოტყუებით და არაფერი არ მომხდარიყო, ის რატომა ვერ უნდა უზრუნველჰყონ, 24 საათით ადრე რომ მიუვიდათ მოთხოვნა, აქ მოიყვანონ, თუ არ არის შიში, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს საზოგადოების წინაშე პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება." ამბობს ბასილაია.

ამავე თემაზე:

"საზოგადოებრივ მაუწყებელს ლაივის უფლება მაინც მიეცით" - კადრები მიხეილ სააკაშვილის სასამართლოდან
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი