გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დაცვის მხარე პროცესის საჯაროობას ითხოვს. იგივე მოთხოვნა ჰქონდა უგულავასაც, რომელიც ასევე ბრალდებულია დღეს განსახილველ, 7 ნოემბრის საქმეზე.
"ადამიანს ეუბნებიან სასამართლოზე მიყვანაზე უარს, სატელეფონო ზარზე, რაც კანონით გათვალისწინებულია, ყველაფერზე ეუბნებიან უარს... სასამართლო არის ჩვეულებრივი ტროიკა, 37 წლის. პოლიტიკური დაკვეთაა აბა რა არის?! შესციცინებენ ჯარჯის, რასაც ეტყოდა ჯარჯი პროკურორი, იმას მერე ლამაზად აფორმებდნენ, გულისამრევია, ეს სასამართლო არ არის, ეს არის ტროიკა", - ამბობს უგულავა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს. ამის მიზეზად პენიტენციურს თავისი "არგუმენტები" აქვს.