მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო სხდომა დატოვეს. მიზეზი მოსამართლის უარი გახდა, პროცესზე დაეშვა მესამე პრეზიდენტის კიდევ ორი ადვოკატი - ნიკა გვარამია და დიტო საძაგლიშვილი.
ბექა ბასილაიმ მოსამართლეს მიმართა გამოეცხადებინათ შესვენება და სხდომა გაგრძელებულიყო ნიკა გვარამიასა და დიტო საძაგლიშვილის მონაწილეობით, რაზეც ნინო ელეიშვილმა უარი თქვა.
მისი თქმით, დაწყებულ პროცესზე შესვლა უწყვეტობის პრინციპთან შეუსაბამოა - მაშინ მე ვერ ვხედავ აზრს და ვტოვებ სხდომას - თქვა ბასილაიამ.
მანამდე ბასილაიამ მოსამართლეთა კოლეგიის აცილების შუამდგომლობა დააყენა