ნიკა გვარამია და დიტო საძაგლიშვილი პროცესზე არ დაუშვეს - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო დატოვეს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო სხდომა დატოვეს. მიზეზი მოსამართლის უარი გახდა, პროცესზე დაეშვა მესამე პრეზიდენტის კიდევ ორი ადვოკატი - ნიკა გვარამია და დიტო საძაგლიშვილი.

ბექა ბასილაიმ მოსამართლეს მიმართა გამოეცხადებინათ შესვენება და სხდომა გაგრძელებულიყო ნიკა გვარამიასა და დიტო საძაგლიშვილის მონაწილეობით, რაზეც ნინო ელეიშვილმა უარი თქვა.

მისი თქმით,  დაწყებულ პროცესზე შესვლა უწყვეტობის პრინციპთან შეუსაბამოა - მაშინ მე ვერ ვხედავ აზრს და ვტოვებ სხდომას - თქვა ბასილაიამ. 

მანამდე ბასილაიამ მოსამართლეთა კოლეგიის აცილების შუამდგომლობა დააყენა

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი