საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით ასათიანი საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სხდომაზე არ დაშვებას გამოეხმაურა.
ასათიანი წერს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს შეუზღუდავდ ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით, ის საქალაქო სასამართლოსგან დროულ და ნათელ განმარტებას ელის.
"რაც შეეხება ექსპრეზიდენტის რამდენიმე ადვოკატების არდაშვებას სასამართლო სხდომაზე - ბრალდებულს უფლება აქვს შეუზღუდავად ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით !
ამიტომ, თბილისის საქალაქო სასამართლო - ველით დროულ და ნათელ განმარტებას რა მიზეზით არ მოხდა ადვოკატების არდაშვება სასამართლო დარბაზში",- წერს დავით ასათიანი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელს მომხდარზე გამოხმაურებისთვის ცოტა ხნის წინ მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიამ მისი ორი ადვოკატი - ნიკა გვარამია და დიტო საძაგლიშვილი არ დაუშვა.