ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი გვეუბნება მორჩით მაიმუნობას, გამოუშვით ინფორმაცია - ელენე ხოშტარია სტრასბურგზე

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ ეს არის საკითხი, რომლის პოლიტიზირება და პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება დაუშვებელია, რადგან ეს ქვეყანას დამატებით დიდ ზიანს მიაყენებს.

მისი თქმით, სტრასბურგმა ყველას კონკრეტული დრო - ორი კვირის ვადა მისცა, რომ დამატებით ინფორმაცია მიიღოს.

"ეს ორი კვირა ჩვენთვის ყველასთვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, არის შანსი რომ გამოვიდეთ ამ ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი კრიზისიდან. ახლა დადგა მომენტი, როცა საერთაშორისო, ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი გვეუბნება - მორჩით მაიმუნობას, გამოუშვით ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში დაისჯებით. ეს რა თქმა უნდა, ჩემი მარტივი სიტყვებით ინტერპრეტაციაა, რომ არ იყოს აქ საფრთხე, ისინი ამ საქმეს არ მიიღებდნენ", - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

მისივე განცხადებით, ევროსასამართლომ პირდაპირ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, შესაბამისად ხელისუფლება ამ თემით სპეკულაციებს უნდა მორჩეს.

ელენე ხოშტარია მე-9 დღეა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა და საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. სტრასბურგი ახლა მხარეებისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს, რის შემდეგაც საკითხზე კიდევ ერთხელ, 24 ნოემბერს იმსჯელებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი