საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფო დაცვის საბრძოლო ქვედანაყოფის მებრძოლი ოფიცერი, დავით გაბუნია. მან სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და ყველა კოლეგას მოუწოდა ქვეყანას ემსახურონ და არა ცალკეულ პიროვნებებს.
"მინდა გთხოვოთ და მოგიწოდებთ ყველა ჩემ ნაცნობ და უცნობ ჯარისკაცს, მებრძოლს და ყევლა მუნდირის ქვეშ მცხოვრებ ადამიანებს, ნუ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს და ნუ შეასრულებთ ისეთ ბრძანებებს, რომელიც არ წაადგება თქვენს ქვეყანას, შვილების მომავალს. ვემსახუროთ ქვეყანას და არა, ცალკეულ პიროვნებებს! მე მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილს და ვამბობ თავისუფლება მიშას!" , - თქვა ოფიცერმა, დავით გაბუნიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით. ამავე თემაზე: