ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღამით ჩამოფრინა. მედიასთან ევროპარლამენტარს ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. ანა ფორიგას ჩამოსვლის მიზანი პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაა.
"გთხოვთ გამიგოთ, მესმის თქვენი ინტერესი, მაგრამ მნიშვნელოვანი მისია მაქვს და შეხვედრების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს", - თქვა ანა ფოტიგამ.
როდის შდგება შეხვედრა და შეძლებს თუ არა ევროდეპუტატი საპატიმროში დაუბრკოლებლად შესვლას, ჯერ უცნობია. ისინი უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც აპირებენ შეხვედრას
ანა ფოტიგასთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას სხვა ევროპარლამენტარებიც გეგმავენ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.