ვინ არიან პირები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილზე ძალადობის კადრებში ფიგურირებენ

გამოქვეყნდა:

ციხის საავადმყოფში მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი გზით გადაყვანის კადრებში გლდანის მე-8 და მე-18 დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები ფიგურირებენ - უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ერთი მე-18 დაწესებულების დირექტორი დავით დარასელიაა, ხოლო მასთან ერთად ოთახში მყოფი მეორე ადამიანი მე-8 დაწესებულების დირექტორი ნოდარ ქინქლაძე.

იურისტის ინფორმაციით, პატიმრებზე ძალადობრივი მოპყრობის დირექტივებს უშუალოდ ისინი გასცემენ.

"გავრცელდა მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის წამების კადრები, მე პირადად ამოვიცანი ადამიანები, რომლებიც არიან ჯალათები, ეს ადამიანები არაერთხელ მყავს მხილებული, ეს არის მე-8 და მე-18 დაწესებულების დირექტორები, ამ შემთხვევაში დავით დარასელია და ქინქლაძე, რომლებიც პრეზიდენტთან არიან უშუალო შემხებლობაში, უშულო დირექტივებს გასცემდნენ ეს ადამიანები, როდესაც მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს მიათრევდნენ", - თქვა ალექსანდრე კობაიძემ. 

ცნობისთვის პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად 11 ნოემბერს გაავრცელა. მასალაში კარგად ჩანს მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი