პენიტენციურმა მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანა დაწესებულებაში, სადაც ის სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტებსაც აღარ იღებს - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

დიტო საძაგლიშვილის შემდეგ, არასათანადო პირობებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი. შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მესამე პრეზიდენტი იმ მედიკამენტებსაც აღარ იღებს, რომლებსაც ის რუსთავის ციხეში იღებდა და რაც სასიცოცხლოდ იყო მნიშვნელოვანი:

"მიხეილ სააკაშვილი რუსთავის დაწესებულებაში იღებდა იმ მედიკამენტებს და უფრო მეტიც, იმ ნივთიერებებს, რომელიც მისთვის სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნებას ისახავდა მიზნად, ხოლო პენიტენციურმა სამსახურმა გადმოიყვანა დაწესებულებაში, სადაც ის ამ მედიკამენტებსაც კი აღარ იღებს. შესაბამისად, ყველანაირი მანიპულაცია და ტრაბახი, რომ პენიტენციური სამსახური, ან იუსტიციის სამინისტრო ზრუნავს პატიმრის უფლებებზე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, არის მარტივი ტყუილი იმიტომ, რომ ის როცა იღებდა ამ მედიკამენტებს, მას დააბრალეს სიმულიანტობა და იმ ადგილიდან, სადაც იღებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებს, გადმოიყვანეს ადგილზე, სადაც წინასწარ იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არაფერს არ მიიღებდა" ამბობს შოთა თუთბერიძე. 

იხილეთ ასევე:

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი