ასე მკურნალობა შეუძლებელია, ეს დაწესებულება საავადმყოფო არ არის - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა.

როგორც მან აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაურესებულია. საფრთხის შემცველია სხვა სასიცოცხლო პარამეტრების მნიშვნელოვანი ცვლილებაც, რაც ინსულტისა და გულის შეტევის რისკებს ზრდის. ექიმის შეფასებით, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი ვითარება კიდევ უფრო დამძიმდეს.

ნიკოლოზ ყიფშიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, რადგან მესამე პრეზიდენტის მკურნალობა და რეაბილიტაცია გლდანის ციხის საავადმყოფოში შეუძლებელია.

"პრეზიდენტს ჰქონდა პრობლემა წნევასთან დაკავშირებით, ამ საღამოს დარეგულირდა, არაუშავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასე მკურნალობა შეუძლებელია. ყოველდღე იქნება უარესი და უარესი ასე თუ გაგრძელდა. მაღალი წნევა ჰქონდა დღესაც და გუშინაც. დავასტაბილურეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ არ ექნება ეს პრობლემა ისევ. ადამიანი შიმშილობს, სჭირდება მკურნალობა. არც შიმშილობას წყვეტს, მკურნალობაც არ მიმდინარეობს. ეს დაწესებულება არ არის საავადმყოფო და როგორ უნდა ველოდოთ რამე კარგ შედეგს, შეუძლებელია", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეული დათქმებით. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი