კვლავ შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების გამო - მაიკლ გალერი

გამოქვეყნდა:

კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ - ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, მაიკლ გალერი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და მკურნალობის პირობებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ეხმაურება. 

გალერი წერს, რომ აუცილებელია, მესამე პრეზიდენტს მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში ჩაუტარდეს.

"ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების გამო. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში", - წერს გალერი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 44 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი