
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს, რომ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს, მანამდე კი უფლებამოსილება შეუჩერდეს.
ნიკა გვარამიას თქმით, დემურიშვილი კონსილიუმის წევრებს მთელი დღის განმავლობაში ატყუებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მათთან შეხვედრა არ სურდა.
"თამთა დემურიშვილი მთელი დღე ატყუებდა კონსილიუმს, სააკაშვილს არ უნდა თქვენთან შეხვედრაო. მივიდა პირადი ექიმი, გადააზუსტა სააკაშვილთან და ტყუილი აღმოჩნდა. ახლა, კონსილიუმის წევრების ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, ისინი არ შეუშვეს "არასამუშაო საათების" მომიზეზებით.
თამთა დემურიშვილი უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში და მანამდე შეუჩერდეს უფლებამოსილება. ასევე, უნდა გამოირიცხოს მისი კონსილიუმში შემდგომი მონაწილეობა",-წერს ნიკა გვარამია.
იხილეთ ასევე: