სუსტადაა, მაგრამ მზადაა წარდგეს სასამართლოს წინაშე - ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლოზე წარსადგენად მზადაა. ეს კომენატი მან გვიან ღამით, ციხის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ გააკეთა. 

ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი თავად ჩავიდა მეხუთედან პირველ სართულზე და ექიმს პაემნების ოთახში შეხვდა.

"გამიყურება სუსტად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად არის ხვალინდელი შეხვედრისათვის სასამართლოში. მე მითხრა, რომ მზად არის, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე და მზად არის, ხვალ დაელაპარაკოს ქართველ ხალხს", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

ცნობისთვის, "პიჯაკების საქმეზე" მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს, 15 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლოც და ადვოკატებიც მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრებას ითხოვენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 46 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეული დათქმებით. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი