"პიჯაკების საქმეზე" მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღეგ ე.წ პიჯაკების საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს 11 საათზეა ჩანიშნული. მესამე პრეზიდენტს პროცესზე ყოფნა სურს და თხოვნით პენიტენციურ სამსახურს ჯერ კიდევ პარასკევს მიმართა.

სასამართლო სხდომაზე პრეზიდენტის დასწრების ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თუმცა ექნება თუ არა სახელმწიფოს პოლიტიკური ნება ჯერ უცნობია.

"ჩვენ არ ვიცით რა პოზიციას დააფიქსირებენ ამჯერად, თუმცა ვიცით, რომ მთელი თვე-ნახევრის გარეშე ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, სანამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ დამძიმდა და მისი ჯანმრთელობა არ დადგა ამ უდიდესი რისკების წინაშე, მანამ რომ პროცესები არ ჩაენიშნათ. ეს ნიშნავს ერთ რამეს, ხელისუფლებას მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჰქონდა პანიკური შიში მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადების", - თქვა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

ადვოკატების თქმით, "პიჯაკების საქმე" კომიკურია და მართლმსაჯულება დიდი ალბათობით, არ დადგება. 

მათივე განცხადებით, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 46 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეული დათქმებით. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი