ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5-11 წლის ბავშვებს აცრიან 

გამოქვეყნდა:

ისრაელში 5-11 წლის ასაკის ბავშვებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებადართული გახდება - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ბავშვები COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრას. კამპანიის დაწყების თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ამ დრომდე, ისრაელში იმუნიზაცია 12 წლიდან ზემოთ მოზარდებში მიმდინარეობდა.

მედიის ცნობით, ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენება დასაშვები გახადა. (5-11 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის - 10 მიკროგრამი დოზა).

შეგახსენებთ, 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის მიცემული ზომა არის 30 მიკროგრამი. Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათმა ვაქცინამ აჩვენა 90,7% ეფექტურობა კოროვირუსის წინააღმდეგ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი