საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირმა, საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი აღიარა. საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერთიფიკატის სისტემას.
შესაბამისად, ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას, საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერთიფიკატს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მწვანე პასპორტები პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება.