სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, წყარომ ანონიმურობის დაცვის გარანტიით მიაწოდათ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი ორგანიზებას უწევდა საჯარო სკოლების დირექტორებისა და მათი მოადგილეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ.
საგულისხმოა ისიც, რომ ქეთევან ჭიპაშვილი ამავდროულად ყვარლის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს ხელმძღვანელობს.
"მოწოდებულ დოკუმენტში ჩანს, რომ რესურს-ცენტრს ჰქონდა წინასწარ შედგენილი სია სახელწოდებით ქეთევან ჭიპაშვილის მხარდამჭერები (ადამიანები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან წინასაარჩევნო კამპანიაში). აღნიშნულ სიაში ჩამოთვლილია ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების იმ დირექტორებისა და მათი მოადგილეების სახელები (საკონტაქტო ინფორმაციით), რომელთა კამპანიაში ჩართვაც სავარაუდოდ, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ იყო გამიზნული. საგულისხმოა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქეთევან ჭიპაშვილმა საარჩნო კოდექსით დადგენილი აგიტაციის წესი დაარღვია, რასთან დაკავშირებითაც “სამართლიანმა არჩევნებმა” საარჩევნო ადინისტრაციაში საჩივარი წარადგინა", - წერს ISFED.
ორგანიზაციისთვის უცნობია, ვისი მითითებით მოხდა სიის შედგენა და რა ფორმით იყვნენ სკოლის დირექტორები/მოადგილეები საარჩევნო პროცესებში ჩართული.
"მოპოვებული ინფორმაცია ადასტურებს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზებისა და საარჩევნო მიზნით, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ნიშნებს. აღნიშნული ასევე წარმოადგენს სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის მცდელობას, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია და წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას", - აღნიშნავს ორგანიზაცია.
"სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს: