ექსპერტთა ჯგუფი გლდანის ციხეში შესვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს - ომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში შესვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ექსპერტები დადებენ დასკვნას, რამდენად აკმაყოფილებს გლდანის ციხის საავადმყოფო მესამე პრეზიდენტის მკურნალობისთვის საჭირო მოთხოვნებს.

"უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ შესვლას, ზუსტ დროს გაცნობებთ ცოტა ხნით ადრე ვიზიტამდე, იმიტომ რომ წინასწარ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ არ დავაანონსოთ ჩვენ მიერ დაგეგმილი ვიზიტი. [...] თუ ყველა მოთხოვნას რაც სჭირდება პაციენტის მკურნალობას ეს დაწესებულება დააკმაყოფილებს, იქნება შესაბამისი დასკვნა, თუ იქნება განსხვავებული მოსაზრება ამასაც დამოუკიდებლა იტყვის აღნიშნული კონსილიუმი", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ. 

მისივე თქმით, სახალხო დამცველი აღნიშნულ ექსპერტთა ჯგუფს შეფასებაში სრულად ენდობა. სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს ნდობას უცხადებდა და ფიქრობს, რომ ეს ჯგუფი ნამდვილად არ უნდა გაუქმდეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი